ბელარუსის პრეზიდენტ საქართველოს დსთ-ში დაბრუნების იმედი აქვს. მოსკოვში გამართულ სამიტზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას სურს „დსთ-ს ოჯახის“ წინა შემადგენლობით აღდგენა და ამ კონტექსტში მან საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა:

„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – თქვა ლუკაშენკომ

საქართველომ დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო.