ლუკაშენკომ ფაშინიანს სამიტში დისტანციური მონაწილეობისთვის უსაყვედურა

16 hours ago 4

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკურ სამიტში და განაცხადა, რომ უარი თქვა მინსკში წასვლაზე.

შეხვედრის მსვლელობისას, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავმჯდომარეობა ბელარუსზე გადადის. სწორედ ამიტომ, ზაფხულის შეხვედრა, ბელორუსის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, შემოთავაზებულია 2025 წლის 29 მაისს მინსკში, ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმთან შეთავსებით. ლუკაშენკომ ასევე გამოთქვა უკმაყოფილება “სამიტის მონაწილეთა ფიზიკური არყოფნის გამო”.

“თუკი ჩვენი დამკვირვებლებისთვის საინტერესოა ჩვენი გაერთიანება, მე მათ ვთხოვდი, დაესწრონ შეხვედრებს და არა ტელევიზორით გვესაუბრონ იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებენ ჩვენთან,” – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი მიუბრუნდა ფაშინიანს და განაცხადა, რომ “ეს მას არ ეხება, მათ იციან, რომ მან არა მხოლოდ წვერი გაიპარსა, არამედ ცოტა ავადაც გახდა”.

“ამიტომ, ჩვენ აღგიქვამთ, როგორც ჩვენი კავშირის ახალ, ახალგაზრდა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, წევრად,” – მიმართა ლუკაშენკომ სომხეთის პრემიერს.

ამაზე ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ “არ არის წინააღმდეგი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის მინსკში გამართვის, მაგრამ სომხეთის დელეგაცია დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას”. მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ “სანამ ლუკაშენკო მართავს ბელარუსს, ის არ ეწვევა ამ ქვეყანას”.

“და რა პრობლემაა? მინსკამდე შორია თუ არავინ არის ისეთი, ვინც თქვენი დელეგაციის ტრანსპორტირებას მოახერხებს? ჩვენ გავუწევთ ორგანიზებას თქვენი დელეგაციის ტრანსპორტირებას, თუკი ეს საჭირო გახდება”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ფაშინიანმა უპასუხა, რომ მან ამ საკითხთან დაკავშირებით მანამდე საჯარო განცხადება გააკეთა და მისი სიტყვები ძალაში რჩება.

“ვფიქრობ, ეს არ არის სწორი ფორმატი ამ საკითხის განსახილველად,”- განაცხადა მან.

როდესაც ლუკაშენკომ თქვა, რომ “განიხილავს ფაშინიანის განცხადებას”, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ “მისი განცხადება განხილვას არ ექვემდებარება, ეს არის მიღებული გადაწყვეტილება”.

“ჩვენ განვიხილავთ ტელევიზორის არსებობის საკითხს, რომ თქვენ შეძლოთ დისტანციურად ჩართვა,” – თქვა ლუკაშენკომ, რაზეც ფაშინიანმა უპასუხა, რომ “ის გაგებით მოეკიდება იმასაც, რომ ბელარუსში შესაძლოა პრობლემები შეიქმნას ტელევიზორებთან”.

სრულად წაკითხვა