რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ გამოაცხადა თავისი უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. გაყიდვა აშშ-ის ნებართვით მოხდება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ლუკოილი“ ფლობს სავაჭრო კომპანიას, რომლის სათავო ოფისიც ჟენევაშია, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუმინეთსა და ბულგარეთში, წილს ნიდერლანდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და თითქმის 2500 ბენზინგასამართი სადგურის ქსელს
სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირსა და ბალკანეთის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.
"ლუკოილს" აქვს კომპანია ერაყში, რომელიც მართავს გაზის მოპოვებასა და წარმოებას და მონაწილეობს წარმოების პროექტებში ყაზახეთში, უზბეკეთში, კონგოსა და მექსიკაში.
ვაშინგტონმა „ლუკოილი“, „როსნეფტი“ და მათი რამდენიმე შვილობილი კომპანია სანქციების სიაში 22 ოქტომბერს შეიყვანა. ამ კომპანიებთან ტრანზაქციები დაშვებულია 21 ნოემბრამდე. ამ ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალი გაყინულ ანგარიშებზე უნდა გადაირიცხოს.

 3 days ago
                        6
                        3 days ago
                        6
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·