ლუქსემბურგელი რობერტისა და ჯული ნასაუს უმცროსი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი 22 წლის ასაკში იშვიათ გენეტიკურ დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
მას მიტოქონდრიული დაავადება ჰქონდა, რომელიც Polg გენის მუტაციასთან არის დაკავშირებული და უჯრედებში ენერგიის გამომუშავების დარღვევას იწვევს, რასაც შედეგად მოჰყვება შინაგანი ორგანოების პროგრესირებად გაუარესება.
მისმა მამამ, რობერტო დი ლუსომ სოციალურ ქსელში გააზიარა წერილი, რომელშიც ის შვილთან ერთად გატარებულ ბოლო წუთებს იხსენებს.
„გასულ პარასკევს, 28 თებერვალს, ჩვენი საყვარელი შვილი უკანასკნელად გვესაუბრა. ფრედერიკმა იპოვა ძალა და გამბედაობა, რომ დამშვიდობებოდა თითოეულ ჩვენგანს – თავის ძმა ალექსანდრეს; დას, შარლოტას და მე…”, – წერს ის.
ფედერიკო საფრანგეთში დაიბადა და ბავშვობა ლონდონში გაატარა, შემდეგ კი ჟენევაში სწავლობდა ავადმყოფობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად.