…წლის ბოლოს ყველა ვაჯამებთ განვლილ, ერთწლიან ციკლს… ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად…. ერთი თვალის გადავლებით თუ ჩაღრმავებით- მაინც ყველანი გადავხედავთ ხოლმე განვლილ პერიოდს და დასკვნებს ვაკეთებთ….
🙏 დღეს მინდა შემოგთავაზოთ სტატია მადლიერებაზე…
თუ რატომ არის აუცილებელი წლის ბოლოს (და არა მარტო!) მადლობა ვუთხრათ მას, როგორი წელიც არ უნდა გვქონოდა…
და ასევე- მადლიერებით შევხვდეთ ახალს…. მომავალ წელს…
🙏 მადლიერება არაა განყენებული, მატერიას მოკლებული ტერმინი…
ან ისეთი რამ, რაც შეიძლება უბრალო სიტყვის მასალად ან ზრდილობის ფორმად მივიჩნიოთ…
მას გაცილებით ღრმა დანიშნულება, ფუნქცია და გავლენები აქვს ჩვენზე…
და დღეს ყურადღებას გავამახვილებ მის ერთ-ერთ ფუნქციაზე:
✅მადლიერება სიცოცხლეს ახანგრძლივებს!!
დიახ, ეს ასეა…
და ეს არ არის ეზოთერიკა, ან მისტიკა…
…ლიტონი სიტყვები… ან ლოზუნგი და მოწოდება….
ესაა ის მექანიზმი, რომელიც ადამიანის სხეულშია კოდირებული და უპირობოდ მუშაობს!
🙏მადლიერება ყველაფერს ასწორებს და აბალანსებს….
და არა იმიტომ, რომ ადამიანი პოზიტივშია და ყველაფერს უყურებს ღიმილით სახეზე…
არააა🙌
უბრალოდ…
ეს არის ბიოქიმიური პროცესი, რომელიც მადლიერების განცდის დროს ირთვება ორგანიზმში:
🧠 როდესაც ადამიანი მადლიერებას განიცდის, ტვინი თიშავს განგაშის ღილაკს…
ანუ გასცემს ბრძანებას, რომ ადამიანი საფრთხის ქვეშ არ არის!
ეს კი ნიშნავს, რომ….
ორგანიზმში კორტიზოლის დონე დაბლა ჩამოდის, სისხლ-ძარღვები ფართოვდება და სხეული გამოდის გადარჩენის რეჟიმიდან.
შესაბამისად, ტვინი იწყებს ფუნქციონირებას არა შიშის პირობებში, არამედ უსაფრთხო გარემოში.
✅მადლიერება არ ნიშნავს მხოლოდ- სიკეთეს, მადლის გაკეთებას ან პოზიტივს.
ესაა აღქმის ფილტრი…
ესაა გარკვეული სახის მსოფლმხედველობა, რომელსაც ან ირჩევს ადამიანი, ან- არ ირჩევს…
მადლიერების განცდის დროს, ტვინი ეძებს არა საფრთხეებს და საშიშროებას, არამედ- იწყებს პოზიტივისა და მხარდაჭერის დაფიქსირებას…
თან- ყველგან და ყველაფერში.
🙌 არა, მადლიერებით ადამიანი არ ხდება მიამიტი და არ იწყებს ცხოვრების ვარდისფერი სათვალეებით ყურებას!
ის უბრალოდ წყვეტს ცხოვრების აღქმას-მხოლოდ მუქ ფერებში და აცნობიერებს, რომ
ნეგატივთან ერთად არსებობს კიდევ უამრავი რამ, რაზეც შეიძლება იყოს მადლიერი…. და კმაყოფილი…
✅მადლიერება ესაა ადამიანის გაცნობიერებული განზრახვა- იყოს კმაყოფილი ცხოვრებისეული მოცემულობით!
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ-
🧠 ტვინი ვერ არჩევს თქვენ რაზე განიცდით მადლიერების გრძნობას- მომგებიანი კონტრაქტის გაფორმების….
თუ- უბრალოდ, გემრიელი ფინჯანი ყავის გამო…
მნიშვნელოვანია მხოლოდ ფაქტი:
🧠 ტვინი აფიქსირებს, რომ გრძნობთ მადლიერებას და ჯილდოს სახით გამოყოფს ბედნიერების ჰორმონ(ებ)ს…
და რაც უფრო ხშირად განიცდის ადამიანი მადლიერების გრძნობას, მით უფრო ნაკლებად ჭირდება დიდი სტიმულები (ძვირფასი საჩუქარი, გრანდიოზული შენაძენი და ა.შ.) ბედნიერების ჰორმონების გამოსაყოფად….
✅მადლიერება ადამიანს ანიჭებს ასევე გარკვეულ თავისუფლებას….
ის არ/აღარ არის დამოკიდებული გარე პირობებზე, იმისთვის, რომ განიცადოს აღფრთოვანება და მადლიერება…
ამის განცდა ხომ შეიძლება მოგანიჭოს-
უბრალო ნივთმა, კარგმა ამინდმა, ან … იმან,
რომ დღეს დილით- გაიღვიძე….
რომ გაქვს უნარი, ძალა და კიდურები, რომ ფეხზე დადგე….
გაქვს ხელები, რომ თავად მიირთვა საჭმელი და
გონება, რომ მოიფიქრო და მოიპოვო საკვები…
🧠 როგორც ნეიროფიზიოლოგები ამბობენ- მადლიერება არაა ემოცია.
ესაა კოგნიტური უნარი, რომელიც ორგანიზმის რესურსებს ზრდის….
✅ადამიანები, ვისი მსოფლხედველობაც ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად განიცდიან მადლიერების გრძნობას, ცოცხლობენ გაცილებით დიდხანს,
რადგან
მათი სხეული და მთლიანად სისტემა მუშაობს არა ბრძოლისა და გადარჩენის რეჟიმში, არამედ – მადლიერებისა და მიმღეობის, შესაბამისად- სამყაროსთან ჰარმონიის რეჟიმში…
…და ეს არაა არანაირი მისტიკა, ან ეზოთერიკა…
უბრალოდ, მათი ორგანიზმი და ნერვული სისტემა ხანრჯავს ნაკლებ ენერგიას დაცვაზე და მეტი დრო ეთმობა- აღდგენა- რეგენერაციულ პროცესებს.
🧠 რადგან ჩვენი ტვინი ადვილად იმახსოვრებს ნეგატივს (მისი მთავარი ფუქნცია ხომ გადარჩენაა?!) ამიტომ მადლიერება მას უნდა დავასწავლოთ- უნდა ვავარჯიშოთ, შევახსენოთ და ჩვევაში გადავუყვანოთ მადლიერება…
ფსიქოლოგები ასეთ რეკომენდაციებსაც გასცემენ, რომ
ყოველ დღე… დღის ბოლოს- ჩამოვთვალოთ თუნდაც 3 რამ, რაზეც მადლიერები ვართ!
✅…და ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
მადლიერება- მორალი კი არაა, ესაა უბრალოდ გადარჩენის ფორმა….
სტრატეგია და გზა….
მადლიერება არის ინსტრუმენტი ახალ ცხოვრებაში- ბედნიერი ყოფისთვის!
არჩევანი კი- ჩვენზეა…
🙏
პატივისცემით და მადლიერებით….
დაჯი მამულაშვილი ❤
წყარო: Daji Mamulashvili

14 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·