"მადლობა ორივე გუნდს" - პეპ გვარდიოლამ ბარსელონას და ინტერის მატჩი შეაფასა

1 week ago 5

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალში მაყურებელმა ბარსელონასა და ინტერს შორის ნამდვილი დღესასწაული იხილა.

ერთია გატანილი 6 გოლი და მეორე ის, თუ რა სილამაზის ბურთები გავიდა. რად ღირდა დენზელ დუმფრისის გასაოცარი თამაში, რასაც იამალმა თავისი ბრწყინვალებით უპასუხა. შემდეგ რაფინია, ტურამი და სხვები..

ამ თამაშით ხალხთან ერთად მოხიბლული დარჩა პეპ გვარდიოლაც, რომელმაც ორივე გუნდს მადლობა გადაუხადა:

როდესაც შენ ბარსელონას მსგავსად თამაშობ, სტადიონები არასდროს იქნება ცარიელი. გარდა ამისა, ინტერიც გასაოცარი იყო. სიმონე ინძაგი დაუჯერებელი მწვრთნელია.

- ამბობს პეპი.

სრულად წაკითხვა