მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მეორე ქამრის მფლობელი გახდა, არმან ცარუკიანმა ქართველზე კომენტარი გააკეთა.
სომეხმა თქვა, რომ ილიას დამარცხება შეუძლია, თოფურია კი სწორედ ამიტომ არიდებს მასთან ორთაბრძოლას თავს.
ცხადია, აღნიშნული უპასუხოდ არც თოფურიას დაუტოვებია, რომელმაც ცარუკიანს ასეთი პასუხი გასცა:
წონა ჩააბარა, ეს დიდი პროგრესია, თუმცა თუ დაუკვირდებით, წონას მხოლოდ მაშინ აბარებს თუ ბრძოლა არ უწევს. დღეს ნახა როგორ დანოკაუტდა ოლივეირა და იცით თვალებზე რა ეწერა? კიდევ კარგი რომ ჩარლზმა წონა ჩააბარა და ოქტაგონზე გასვლა მე არ მომიწიაო.
- თქვა ილიამ.