საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრებიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს, საბოლოოდ კი ნაკრებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
გთავაზობთ ბულგარელი ფანების კომენტარებს, რომლებითაც ისინი აღნიშნულ შეხვედრას ეხმიანებიან:
"ერთმა კვარაცხელიამ დაამთავრა თამაში, სულ რომ 7 კაცი ჰყოლოდა, მაინც ისინი მოიგებდნენ"
"საქართველომ ჩვენი რეალური დონე დაგვანახა"
"ჩვენზე 10 თავით მაღლა იდგნენ, მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება"
"ახლა ქართული ფეხბურთის ეპოქაა, მათთან თამაში ყველაზე ცუდ დროს მოგვიწია", - წერენ ბულგარელები.