WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

ბაღებში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემდეგ კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი საეჭვო პროდუქტის პირველწყაროს დაუყოვნებლივ დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ხომ არ არის შესაძლო გამომწვევი პროდუქტი კვლავ მიმოქცევაში და ხომ არ იყიდება ის სხვა ობიექტებსა თუ სუპერმარკეტებში.

ბუწაშვილი აცხადებს, რომ ეპიდკვლევის პროცესში საეჭვო პროდუქტის დროული გამოვლენა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი მიმოქცევიდან ამოღება გადამწყვეტია.

პირველი და ყველაზე სასწრაფო ის არის, რომ გაირკვეს, რა იყო პირველწყარო საკვების, იმიტომ, რომ ეს საკვები თუ ჯერ ისევ სადმე ქსელებში ვცრცელდება, მარტო საბავშო ბაღს თუ არ ამარაგებენ და ვთქვათ, სადღაც პირველწყარო სხვაგან არის, შეიძლება სადღაც ჯერ ისევ დევს ეს საკვები ან სუპერმაკეტებში ვრცელდება – არ ვიცი. აქ რაღაცნაირად თითქოს ისეა, რომ “აი, ვინმეს ბრალი ხომ არ არის და იმის ბრალი ხომ არ არის”, რა დროს ეგ არის?! გამოძიება და პროკურატურა ექიმებს, ჩვენ, ახლა ნაკლებად გვაინტერესებს. ახლა მკაფიოდ, გულწრფელად და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, იმიტომ, რომ ჩვენს ბავშვებს ახლა არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, უნდა გამოცხადდეს, რა ვიცით უკვე. არის ხოლმე ეპიდკვლევის დროს გადამწყვეტი, რომ საეჭვო პროდუქტი დროულად გამოვლინდეს ლაბორატორიული შემოწმებით, რომ მისი სასწრაფოდ ამორება მოხდეს თუკი სადმე ის არსებობს, – ამბობს კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი. 

უკვე სამი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი – რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.

ინტოქსიკაციის გამო “პირველების” ინფორმაციით გუშინ შემდეგი ბაღები დაიკეტა:

59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.