მაისის შემდეგ პირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა

3 hours ago 4

23 ივლისს ექვსი პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა - ეს მარკა არის მსოფლიოს მთავარი ნავთობის ეტალონი. ასეთი ფასი მაისის შემდეგ პირველად აღირიცხა, მედიის თანახმად ნავთობის ფასი უკვე მეხუთე დღეა მატულობს.

ნავთობი ძვირდება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ხელახალი გაძლიერების ფონზე. ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ წითელ ზღვაში ტანკერებზე თავდასხმებსაც - რაც საფრთხეს უქმნის ნავთობის მიწოდების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მარშრუტს, ირანის მიერ ფაქტობრივად ბლოკირებულ ჰორმუზის სრუტესთან ერთად.

ირანთან კავშირის მქონე იემენელმა ჰუთებმა იერიშები მიიტანეს საუდის არაბეთის ორ ტანკერზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა შიშები მიწოდების თაობაზე.

სრულად წაკითხვა