WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კვირას, 18 ოქტომბერს ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა. მის გამოსვლას წინ უძღოდა ქვეყნის მასშტაბით გამართული დიდი დემონსტრაციები, რომლებზეც ფრანგები აპროტესტებდნენ ფასების ზრდას და ცხოვრების დონის ვარდნას. აქციების მსვლელობისას იყო არეულობა, ვანდალიზმის და მაროდიორობის შემთხვევები.

რვა წუთის განმავლობაში გაგრძელებულ გამოსვლაში მაკრონმა დაგმო ძალადობა, რომელიც დემონსტრანტებმა გამოავლინეს. მისი თქმით, ისინი, ვინც სხვების საკუთრებას ანადგურებდნენ და იპარავდნენ, სასამართლოს წინაშე წარდგებიან და ზარალს გადაიხდიან. ორგანიზატორებად მაკრონმა დაასახელა "ბუნტისთავები რადიკალური ულტრამემარცხენე ჯგუფებიდან, რომლებსაც ბევრი დანაშაულებრივი ელემენტი შეუერთდა". პრეზიდენტი გამოვიდა პირობით, რომ დარბეული მაღაზიების და კაფეების მფლობელები კომპენსაციებს მიიღებენ.

ამავე დროს, მაკრონის თქმით, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნონ ხულიგნები და ისინი, ვინც ქუჩებში კანონიერი მოთხოვნების გამოხატვისთვის გავიდა. მაკრონმა აღიარა, რომ დემონსტრანტების უკმაყოფილება გამართლებულია და რომ საფრანგეთი რთულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. "ახალგაზრდობა ამბობს: ჩვენ არ გველის ის მომავალი, რომელიც გვსურს" - თქვა მაკრონმა. "ჩვენ უნდა გავიგოთ გაბრაზებულთა ხმა" - დასძინა მან.

მაკრონმა აღიარა, რომ საწვავზე ფასის მატება აისახება ზოგად სიძვირეზე, თუმცა საფრანგეთს კავშირი არ აქვს მიზეზებთან, რომლებიც საწვავის კრიზისს იწვევს. იგი გამოვიდა პირობით, რომ უახლოეს დროში მოლაპარაკებას გამართავს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, ნავთობის და ნავთობის პროდუქტების ფასების შეკავების თაობაზე.

მაკრონმა ასევე ილაპარაკა დიალოგის აუცილებლობაზე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით - როგორც დემონსტრანტების, ისე მათი, ვის წინააღმდეგად იმართება აქციები. "მაგიდასთან ყველა უნდა დასხდეს და დისკუსიაში უნდა მიიღოს მონაწილეობა: მუშაკები, სტუდენტები, ადგილობრივი ადმინისტრაციები, პოლიტიკოსები" - თქვა მაკრონმა. მან მოსახლეობას შეახსენა, რომ ნახევარი წლის შემდეგ საფრანგეთში არჩევნები გაიმართება და თქვა, რომ ამ კენჭისყრასთან ქვეყანა უნდა მივიდეს ერთიანობის და დემოკრატიის მხარდაჭერის დაკარგვის გარეშე.

ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ 17 ოქტომბერს გამართული დემონსტრაციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო საფრანგეთის ისტორიაში. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში იყო არეულობა და შეტაკებები პოლიციელებთან. დააკავეს 1800-მდე დემონსტრანტი. საერთო ანგარიშით დაშავდა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 150 პოლიციელი.