WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19-25 ოქტომბრის კვირა ასტროლოგიურად გარდამტეხი, სტაბილურობის ძიებისა და გრძელვადიანი გეგმების გადახედვის პერიოდია. ეს კვირა მოითხოვს დაწყებული საქმეების დასრულებას, მოქნილობას და პრიორიტეტების მკაფიოდ განაწილებას.

კვირის განმავლობაში აქტიურდება ემოციები, ძლიერდება ინტუიცია და მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები პირად ცხოვრებაში. პრიორიტეტული იქნება გულწრფელობა და ძველი ტოქსიკური კავშირებისგან გათავისუფლება.

კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

💫 20 ოქტომბერი – ვენერასა და პლუტონის კვადრატი

ეს ასტროლოგიური ასპექტი პირად ურთიერთობებში ემოციების გამძაფრებასა და მგრძნობელობის მომატებას უკავშირდება. თუ თქვენი და თქვენი პარტნიორის მოლოდინები ერთმანეთს არ ემთხვევა, უმჯობესია უთანხმოება ღიად და გულწრფელად განიხილოთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. შესაძლოა გაურკვევლობის მიმართ მგრძნობელობა გაგიმძაფრდეთ, ამიტომ ეცადეთ, ეჭვიანობამ ან კონტროლის სურვილმა თქვენს ურთიერთობებზე გავლენა არ მოახდინოს. მშვიდი დიალოგი და ერთმანეთის პირადი საზღვრების პატივისცემა დაძაბულობის შემცირებაში დაგეხმარებათ.

☀️ 24 ოქტომბერი – მზისა და ვენერას შეერთება

ეს ასპექტი სიყვარულს, სითბოსა და ესთეტიკისადმი ინტერესს უკავშირდება. შესაძლოა, მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ გარეგნობასა და პირად საჭიროებებს, თუმცა მნიშვნელოვანია, არც პარტნიორი დაივიწყოთ და არც საკუთარი ინტერესები უგულებელყოთ.

ახალი რომანტიკული ურთიერთობები შესაძლოა სწრაფად განვითარდეს, მაგრამ ურთიერთმიზიდულობასთან ერთად ნდობის ჩამოყალიბებაც მნიშვნელოვანია. გულწრფელი კომუნიკაცია დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და შეინარჩუნოთ ჯანსაღი ურთიერთობა. ამ პერიოდში შესაძლოა ხელოვნებისა და სილამაზის მიმართ ინტერესიც გაგიძლიერდეთ.

ფინანსური თვალსაზრისით, პერიოდი შედარებით სტაბილურად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, მსხვილი შენაძენის გაკეთებამდე დარწმუნდით, რომ ხარჯი თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება. დახვეწილი გემოვნება კი ლამაზი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების შერჩევაში დაგეხმარებათ.

♈ ვერძი

ამ კვირაში წარმატების მიღწევის კარგი შანსი გექნებათ, თუმცა ეცადეთ, თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. სამსახურში განსაკუთრებით ფრთხილად იმოქმედეთ და სარისკო წამოწყებებში დაუფიქრებლად ნუ ჩაერთვებით. წინასწარ შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, ყურადღებით შეაფასეთ ვითარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააზრებულად მიიღეთ – ეს კარიერულ წინსვლასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

პარტნიორებსა და ახლობლებთან ურთიერთობისას მეტი მოქნილობა გამოიჩინეთ. ასევე, მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს.

🍀 სასიკეთო დღეები: 20, 24 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 23 ოქტომბერი

♉ კურო

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება პროფესიულ საქმიანობას დაუთმეთ. ეცადეთ, სამსახურში დროულად გამოცხადდეთ, დავალებები პირნათლად შეასრულოთ და ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. სიახლეების ძიების ნაცვლად, ამ ეტაპზე სანდო და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ. მიზანმიმართული შრომა დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ, ხოლო საქმიან ურთიერთობებში სიზუსტე გაუგებრობებს აგაცილებთ თავიდან.

საყვარელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. პირად ცხოვრებაში საკუთარი კომპლექსების დაძლევა და გულწრფელობა ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას მოგცემთ.

🍀 სასიკეთო დღეები: 21, 23 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 19 ოქტომბერი

♊ ტყუპი

ეს კვირა ხელსაყრელია სამსახურის შეცვლისა და კარიერული გეგმების გადახედვისთვის. შესაძლოა გამოჩნდეს გავლენიანი ადამიანი, რომელიც თქვენს საქმიანობას მხარს დაუჭერს ან სასარგებლო წინადადებას შემოგთავაზებთ. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და ენერგია, თუმცა სხვისი მოვალეობების საკუთარ თავზე აღებას მოერიდეთ. უახლოესი მომავლის დაგეგმვისას რეალისტურად შეაფასეთ ვითარება და გადაწყვეტილებები საღი აზრის საფუძველზე მიიღეთ.

კვირის მეორე ნახევარი სასიამოვნო შეხვედრებსა და რომანტიკულ პაემნებს გპირდებათ. შაბათ-კვირას კი შესაძლოა შვილებთან ან მშობლებთან ერთად საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ.

🍀 სასიკეთო დღეები: 23, 24 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 21 ოქტომბერი

♋ კირჩხიბი

ეს კვირა ხელსაყრელია ენერგიის აღსადგენად და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შესაძლოა ძალისა და აქტიურობის მოზღვავება იგრძნოთ, რაც დაწყებული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად ამისა, ჯობს მოულოდნელად გამოჩენილ ახალ პროექტებს დაუყოვნებლივ არ შეეჭიდოთ. ამ ეტაპზე უფრო სასარგებლო იქნება უკვე დაწყებული სამუშაოს დასრულება და დაგროვილი საკითხების გადაჭრა..

შაბათ-კვირას ოჯახი და შინაური გარემო თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ახლობლებთან ერთად დროის გატარება სასიამოვნო იქნება, თუმცა დასვენებისთვისაც აუცილებლად გამონახეთ დრო.

🍀 სასიკეთო დღეები: 22, 25 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 23 ოქტომბერი

♌ ლომი

ამ კვირაში შესაძლოა სასიამოვნო და პერსპექტიული ნაცნობობა დაამყაროთ. წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობაც გამოჩნდება, თუმცა საქმიან საკითხებში სიფრთხილე აუცილებელია. კოლეგებთან კომუნიკაციისას ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები, დოკუმენტები კი ხელმოწერამდე საფუძვლიანად წაიკითხეთ. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას მოთმინება გამოიჩინეთ. ემოციების აყოლით შესაძლოა უმნიშვნელო უთანხმოებაც კი კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

🍀 სასიკეთო დღეები: 21, 22 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 19 ოქტომბერი

♍ ქალწული

ამ კვირაში შესაძლოა ახალი პროფესიული მოვალეობები დაგეკისროთ, რაც წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. სიმშვიდე, ორგანიზებულობა და წინდახედულობა დაგეხმარებათ, სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდეთ. ყურადღებით გადაამოწმეთ შეტყობინებები, წერილები და მიღებული ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.

საკუთარ თავზე ზრუნვასაც დაუთმეთ დრო – დასვენება და შინაგანი წონასწორობის აღდგენა ენერგიას შეგმატებთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც დაგროვილი კითხვების გარკვევასა და ურთიერთობებში სიცხადის შეტანაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში კი მოსალოდნელია ვითარება თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს.

🍀 სასიკეთო დღეები: 20, 23 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 22 ოქტომბერი

♎ სასწორი

ამ კვირაში ნუ შეეცდებით ყველა დაგეგმილი საქმის ერთდროულად დასრულებას – ზედმეტმა დატვირთვამ შესაძლოა შედეგზე უარყოფითად იმოქმედოს. კარიერაში ახალი იდეები თანდათან იკრებს ძალას, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ და საჭიროების შემთხვევაში გეგმები გადაახალისეთ. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კვირის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელია. მეგობრების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, თუ მათი მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

შაბათ-კვირა პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. შესაძლოა შორ მანძილზე მოგზაურობაც დაგეგმოთ, ან უკვე დაგეგმილ ტურში გაემგზავროთ.

🍀 სასიკეთო დღეები: 21, 25 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 20 ოქტომბერი

♏ მორიელი

ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები და რთული საკითხების მოგვარება კვირის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. პასუხისმგებლობით მიუდექით დაკისრებულ მოვალეობებს და მცირე საქმეებსაც ნუ უგულებელყოფთ – სწორედ დეტალებზე ყურადღება დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ხუთშაბათი საქმიანი მოგზაურობისთვის ხელსაყრელია. შესაძლოა მიიღოთ წინადადება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ფინანსურ სფეროში ახალი პერსპექტივებიც შეიძლება გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა პირობა ყურადღებით შეაფასეთ.

ცვლილებების დროა – დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ საკუთარ ცხოვრებაში, ემოციურ მდგომარეობასა თუ გარეგნობაში.

🍀 სასიკეთო დღეები: 19, 22 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 23 ოქტომბერი

♐ მშვილდოსანი

ამ კვირაში ემოციების მართვა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. მიზნის მისაღწევად შეადგინეთ ახალი, რეალისტური გეგმა და ყურადღებას უმნიშვნელო საკითხებზე ნუ გაფანტავთ. თუ პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავთ, სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ. მოერიდეთ ხმაურიან გარემოსა და ზედმეტ დატვირთვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასვენება გჭირდებათ.

შაბათ-კვირას სასურველია ქალაქგარეთ გასვლა ან მოკლე მოგზაურობა. გარემოს შეცვლა განტვირთვასა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. მგზავრობისას შესაძლოა საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაც არ არის გამორიცხული.

🍀 სასიკეთო დღეები: 21, 24 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 23 ოქტომბერი

♑ თხის რქა

ოქტომბრის ეს კვირა პროფესიული წინსვლისთვის საინტერესო შესაძლებლობებს გთავაზობთ. მზად იყავით ახალი წინადადებების განსახილველად, თუმცა დაკვირვებით იმოქმედეთ და გადაწყვეტილებები მხოლოდ მას შემდეგ მიიღეთ, რაც მათ სარგებელსა და შესაძლო რისკებს შეაფასებთ. შეუპოვრობა, მოთმინება და მიზანმიმართული შრომა კოლეგებისა და ხელმძღვანელობის პატივისცემას მოგიტანთ და თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენაში დაგეხმარებათ.

პირად ცხოვრებაში ხელსაყრელი პერიოდია მომავალ გეგმებზე მშვიდი და გულწრფელი საუბრისთვის. შაბათ-კვირას კი ეცადეთ, ყოველდღიური საზრუნავისგან დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

🍀 სასიკეთო დღეები: 20, 23 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 21 ოქტომბერი

♒ მერწყული

ამ კვირაში სამუშაო რიტმის მოულოდნელმა ცვლილებამ შესაძლოა მოქმედების ჩვეული წესი შეგაცვლევინოთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ფაქტებიც გაითვალისწინეთ. კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად და ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც დასახულ მიზნებთან მიგაახლოებთ.

კვირის ბოლოს აჩქარებამ შესაძლოა ოჯახში გაუგებრობები გამოიწვიოს. სამსახურში ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და კოლეგებთან თუ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი აზრი. რთული საკითხების მოსაგვარებლად ყველაზე ხელსაყრელი დღე პარასკევია.

🍀 სასიკეთო დღეები: 22, 23 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 20 ოქტომბერი

♓ თევზები

ამ კვირაში ინიციატივა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქტიურობა და მიზანმიმართული მოქმედება კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ – ყურადღებით გათვალეთ ხარჯები და საეჭვო წინადადებებს კრიტიკულად მიუდექით. მოუსმინეთ საკუთარ თავს და გადაწყვეტილებების მიღებისას შინაგან შეგრძნებებთან ერთად ფაქტებიც გაითვალისწინეთ.

შაბათ-კვირას შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ დრო და ყოველდღიური საზრუნავისგან განიტვირთოთ.

🍀 სასიკეთო დღეები: 21, 24 ოქტომბერი

⚠️ არახელსაყრელი დღე: 19 ოქტომბერი

თამთა გურული