მაკტომინეი: "მანჩესტერის დატოვების გადაწყვეტილებას ამიტომ არ ვნანობ"

1 week ago 5

ნაპოლის 28 წლის ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ მანჩესტერ იუნაიტედის დატოვების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"გადაწყვეტილების მიღებისას დიდი დრო არ დამჭირვებია, შანსი გამოვიყენე და უკან არ მომიხედავს.

ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რაც ცხოვრებაში მინდოდა და ამას არ ვნანობ. ეს ყველა მხარისთვის მომგებიანი გადაწყვეტილება იყო. ნაპოლიში ყოფნა მსიამოვნებს

", - განაცხადა მაკტომინეიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 13 შეხვედრაში შოტლანდიელმა ნახევარმცველმა თავი 3 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სრულად წაკითხვა