მსახიობი მალხაზ აბულაძე ძალიან მნიშვნელოვან და საყურადღებო წერილს აქვეყნებს:
“როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე, მთელი ჩემი არსით, ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით, ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი, გულანთებული, მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც აღასრულეს უკვე თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები. მათი უკვდავება განამტკიცეს. მე არ შემიძლია ვინმეს მოვუწოდო, ამის არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველას, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ.
კომუნისტური იდეოლოგია დაიბადა რუსეთში და მათთვისაა შექმნილი. თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლის თავზე აღებაც ყველას არ უნდა. ურჩევნიათ ბრძანებები შეასრულონ. ასე უფრო მარტივია. მხოლოდ ჭამა-სმა და……… თავისუფლება რჩეულების ხვედრია.
დავუშვათ თქვენ, უფროსო თაობავ, ასე 40 წელს ზევით, მართლები ხართ, რომ ლანძღავთ ახალგაზრდებს, თქვენის გაგებით უგუნური საქციელისთვის. თქვენ ხართ ჭკვიანნი, ბრძენნი და გამოცდილნი ამ ცხოვრებაში უკიდეგანოდ. მაშინ ასეთი კითხვა თქვენ: ეს ახალგაზრდები ხომ ჩვენი შვილებია, და-ძმები, მეგობრები,მეგობრის შვილები, ნათესავები და ბოლოს და ბოლოს ჩვენი გენო ფონდი. მომავალი საზოგადოება. თუ თქვენ განაღვლებთ მათი მომავალი, მაშინ ლანძღვის მაგივრად, ნახეთ თქვენს შორის ერთი პიროვნება მაინც, რომელიც იქნება მართალი, სწორი, არა ძღ……… ნაჭამი და აუხსნის მათ, როგორც მამა შვილს, მყარი არგუმენტებით, რომ არა სწორ გზაზე არიან. ოღონდ ისე არა, როგორც ჩემს თაობას აბოლებდით და აბოლებთ დღემდე. ვიღაც ბოლდება, ვიღაცას აწყობს წითელი ინტელიგენცია, საგვარეულოდ, სამწუხაროდ. და თუ არა გყავთ ასეთი ვინმე, ე.ი. არასწორნი ხართ არა? მაშინ კეთილი ინებეთ უფროსი თაობის ბრძენნო და დაუდექით ამ ახალგაზრდებს გვერდით შეძლებისდაგვარად. მიმართეთ ეს ალალ-მართალი ენერგია საკეთილდღეოდ. ისინი ჩვენს ადრე გასაკეთებელს აკეთებენ. თავის ცხოვრებას იწყობენ, მათი გაგებით. ისინი არიან მომავლის პატრონნი და განმკარგველნი. ჩვენ აღარ ვიქნებით, აღარ! გინდათ საფლავზე მოვიდნენ და ………….????”