წაკითხვა: 30
ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, როდესაც მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსი იყო, შუამავალი გაუგზავნა ელისო კილაძეს და შესთავაზა, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება დასრულებულიყო, შერიგებულიყვნენ და აღარ ყოფილიყო თავდასხმები ერთმანეთის მიმართ, რაზეც კილაძემ უარი განაცხადა და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის.
ვალერი გელბახიანის თქმითქვე, ეს ინფორმაცია თავად ელისო კილაძემ გააჟღერა სასამართლოზე.
“ელისო კილაძეს აქამდე ასეთი რაღაც არ უთქვამს, მან სასამართლოს განუცხადა, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და დაასახელა ბატონი მდინარაძე, რომელთანაც ელისო კილაძეს ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება მედიის მეშვეობით და ჰქონდა ძალიან რთული დამოკიდებულება, შემდეგ [მამუკა მდინარაძემ] შუამავალი გამოუგზავნა, შევრიგდეთ და ერთმანეთს აღარ დავესხათ თავს, არ მიიღო ეს შეთავაზება ელისო კილაძემ, ამის შემდეგ გადაწყდა, რომ მისი იზოლირება მომხდარიყო”- თქვა ვალერი გელბახიანმა 23 სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები