WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს ჟურნალისტები.

24 სექტემბერს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ამ მედიასაშუალებების საჩივარი დააკმაყოფილა.

  • CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად აკრედიტაცია რამდენიმე დღის წინ ჩამოართვეს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით.
  • ტრამპმა CNN, Politico და MS NOW „ფეიკების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

მედიასაშუალებებმა სასამართლოს მიმართეს. მათი ადვოკატების თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომლითაც გარანტირებულია სიტყვის და პრესის თავისუფლება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის უფლებას.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, რომლებსაც ქმნიან ამ მედიასაშუალებების პუბლიკაცები.

რა გადაწყვიტა მოსამართლემ?

კოლუმბიის ოლქის სასამართლოს ფედერალური მოსამართლის, ტიმოთი კელის მიერ დღეს, 24 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, აკრედიტაციის ანულირება მოხდა შესაბამისი საკონსტიტუციო პროცედურის დაუცველად.

საქმის სრულად განხილვამდე მოსამართლემ გამოიტანა აკრედიტაციის დაუყოვნებლივ აღდგენის დროებითი დადგენილება, რომელიც 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

მოსამართლის გადაწყვეტილბა ნიშნავს CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის საშუალება დღესვე უნდა მისცენ. 24 სექტემბერს იქ დაგეგმილია აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა.