რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა აშშ-ის მიწვევას და დაესწრება თუ არა „დიდი ოცეულის“(G20)-ის ლიდერთა სამიტს, რომელიც 2026 წლის დეკემბერში, მაიამიში გაიმართება.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამიტზე მიწვევისთვის მადლიერი არიან, თუმცა პრეზიდენტ პუტინის მონაწილეოობის საკითხი „დამუშავდება და შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.
შეერთებულმა შტატებმა რომ პუტინი მაიამიში, G20-ის სამიტზე მიიწვია, ეს ცნობილი 23 სექტემბერს გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
რუბიომ ჟუურნალისტებს უთხრა, რომ სამიტზე პრეზიდენტი პუტინი მიიწვიეს, იმედია, ამ მიწვევას მიიღებს და ექნება არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ სხვა ლიდერებთანაც ურთიერთობის შესძლებლობა.
radiotavisupleba ახალი ამბები