WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დიტო სამხარაძის მამას, მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძეს რეგიონებში გამართულ სოლო კონცერტებში წელს 133 500 ლარი გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ დიტო სამხარაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეგიონული მდივანია, ანუ ის პარტიაში რეგიონებს კურირებს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, დიტო სამხარაძის მამას ეს თანხა 2026 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლის პერიოდში გამართულ კონცერტებში ანუ 5 თვეში გადაუხადეს.

ბოლო კონცერტი ვიტალი სამხარაძემ 22 სექტემბერს წყალტუბოში გამართა. წყალტუბოს მერიამ დიტო სამხარაძის მამას სოლო კონცერტში 55 000 ლარი გადაუხადა.

58 500 ლარი გადაუხადა ქუთაისის მერიამ ვიტალი სამხარაძეს 4 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სოლო კონცერტში. კონცერტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათ შორის მევიოლინის შვილი, დიტო სამხარაძეც დაესწრო.

20 000 ლარი გადაუხადეს ვიტალი სამხარაძეს სოლო კონცერტში, რომელიც 29 მაისს ხარაგაულში გაიმართა.

კიდევ ერთ კონცერტს დიტო სამხარაძის მამა 26 სექტემბერს ჭიათურაში გამართავს, რისთვისაც მას 31 250 ლარს გადაუხდიან.