საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებზე საუბრობს და მათი კარიერული პროგრესის შესახებ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს.
ჯუღელის თქმით, ირაკლი აზაროვის მიმართ ინტერესი იტალიის სერია A-ს რამდენიმე კლუბისგან მოდის, და თუ დონეცკის "შახტართან" მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება, ტრანსფერი მალე განხორციელდება.
ცნობისთის, 23 წლის აზაროვს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2028-წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 4 მილიონი ევროა.