უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილო ფედოროვმა დაადასტურა კონფლიქტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან.
მათი კონფლიქტის შესახებ უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებისა და მთავრობის წევრების ავტომატურად გადადგომის შემდეგ (მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან ახალი მთავრობის ფორმირებამდე) ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღარ აპირებს თავდაცვის მინისტრად მიხაილო ფედოროვის დატოვებას.
16 ივლისს ფედოროვმა კიევში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თავისი საქმიანობა შეაჯამა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა უკრაინის თავდაცვის ძალების აღჭურვას უპილოტო საფრენი და საზღვაო აპარატებით.
ფედროვის და სირსკის კონფლიქტი
კიევში 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხაილო ფედოროვმა ილაპარაკა უთანხმოებაზე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან და ის დაადანაშაულა ყველა ინიციატივის დაბლოკვასა და პრობლემებზე პირდაპირ საუბრის ნაცვლად „ინტრიგების ხლართვაში“.
ფედოროვის თანახმად, მას არ ჰქონია პირობა, რომ ან ის, ან სირსკი და როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთავარსარდლის შეცვლაზე უარი თქვა, სირსკისთან ერთად მუშაობას დასთანხმდა. თუმცა, ფედოროვის განცხადებით, ნაცვლად იმაზე ფიქრისა, როგორ დაამარცხო რუსეთი, სირსკიმ „მოიფიქრა, როგორ გახლიჩოს ქვეყანა“.
მიხაილო ფედოროვის ინფორმაციით, მას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც უარი თქვა.

1 week ago
35







English (US) ·
Georgian (GE) ·