მანანა გეგიძის სახელს უამრავი წარმატებული პროექტი, საინტერესო ჟურნალიტური მოღვაწეობა და ახლა უკვე საინტერესო და გამორჩეულ ნახატებიც უკავშირდება. პირველად ფუნჯი ბავშვობაში აიღო, თუმცა შემდეგ წლების განმავლობაში მოლბერტს აღარ დაბრუნებია. წლების შემდეგ არტ სივრცე „თოროს“ შემქნისას, ულამაზესმა ბუნებამ და გარემომ მანანას მხატვრობის სურვილი კვლავ გაუმძაფრა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მის მხატვრულ სამყაროზე დღეს ქართველი მხატვრები აღფრთოვანებით საუბრობენ. მისი ერთ-ერთი ტილო კი მალე იტალიის დედაქალში გამოიფინება.
_ ქალბატონო მანანა, რას გრძნობთ როცა ხატავთ?
_ როცა ვხატავ, სრულიად სხვა სამყაროში ვინაცვლებ, სადაც ყველფერი ფერადია და სუფთა.
_თქვენს ნახატებზე ხშირად ამბობენ, გულწრფელიაო.
_ თვითონ გულწრფელი ვარ,ზოგჯერ მიამიტი, ეტყობა, ეს ნახატებზე გადავიდა.
_ როდის დახატეთ პირველად?
_ პირველად ბავშობაში. მერე „თოროში“ დავხატე. მას მერე ვხატავ. იცით, რას დავაკვირდი? სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ამინდში სხვადასხვანაირად ვხატავ. როცა ფუნჯს ვიღებ ხელში, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რას დავხატავ.
_ მხატვარ დავით გუას უმადლით, ხატვას რომ დაუბრუნდით?
_ დიახ, ეს მართლაც მისი დამსახურებაა. ის უაღრესად კეთილშობილი პიროვნებაა. მის საოცარ ნამუშევრებს სწორედ ეს კეთილშობილება ამკობს. მან მითხრა, გამოგივაო. ოდესაც მან პირველად ნახა ჩემი ნამუშევრები, ასეთი რამ თქვა – მანანას ფერებს მივაქციე თავდაპირველად ყურადღება, ის არარსებულ ფერებს ქმნის, მისი ნახატები ნაზია, ემოცია მოდის, ამბავს ყვება, პოეტურია და გულწრფელი. ასეთი შეფასებამ დიდი სტიმული მომცა.
_ თქვენი შემოქმედება მრავალფერივანია. სხვადასვა სერიები გაქვთ. როგორ ურჩევთ სახელებს?
_ მეყვავილე ქალების სერია ძალიან მოსწონს ყველას. აქ ქალი ემოციას ატარებს ყვავილების სახით. მეყვავილე ქალი ამ ცხოვრების ქალია ძირითადად, თუმცა სხვა ეპოქის ქალებიც ხვდებიან ჩემს ტილოებზე.
_ გაქვთ ასევე საკმაოდ საინტერესო სერია – „დაქალები“ და „მოსაუბრე სახლები“, ამაზე რას გვეტყვით?
_ დაქალების იდეაა სპონტანურად გამიჩნდა, რადგან ფიგურალური მიმართულება ავირჩიე. ხშირად ვხატავ გოგონებს. ისინი ძალიან ლამაზ სამოსს ატარებენ, ვაცმევ ჩემი გემოვნებით. ყველა ინდივიდუალურია, ყველას მოსწონს „დაქალები”. რაც შეეხება „მოსაუბრე სახლებს“, ამ სერიიდან ერთ-ერთი ნახატი იტალიაში საერთაშორისო გამოფენაზე გამოიფინება.
_ მოგვიყევით ამაზე დეტალურად.
_ 23-24 ივლისს, იტალიის დედაქალაქ რომში, გალერეა Palazzo Velli Expo-ში, გაიმართება ქართველი თანამედროვე ხელოვანების გამოფენა, რომელსაც მასპინძლობს Free Art Space Gallery.🇬🇪🇮🇹.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი თანამედროვე მხატვრების გამორჩეული ნამუშევრები. გალერეა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპულ სივრცეში და შექმნას ახალი შესაძლებლობები ქართველი ხელოვანებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტის ფარგლებში, გამოფენასთან ერთად ჩატარდება ქართულ–იტალიური 🇬🇪🇮🇹კულტურული ფორუმი, რომელიც გახდება პლატფორმა შეხვედრისა და დიალოგისთვის. ფორუმი აერთიანებს ქართულ დიასპორას და ემიგრანტებს, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში: მწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს, მხატვრებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და ხელოვნების მოყვარულებს, აგრეთვე სტუმრემს სხვადასხვა სფეროდან რომელიც იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან არიან წარმოდგენილი.
ღონისძიება უზრუნველყოფს არა მხოლოდ პროფესიულ გაცნობას და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, არამედ კულტურული კავშირის გაღრმავებას საქართველოსა და იტალიას შორის. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ: გაცვალონ გამოცდილება და იდეები, წარადგინონ საკუთარი საქმიანობა, ისაუბრონ აქტუალურ თემებზე ხელოვნებასა და კულტურაში, გაეცნონ Free Art Space Gallery-ის სამომავლო გეგმებსა და პროექტებს, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პროექტებს და პრემიებს ხელოვანის აღიარებისთვის კულტურის სხვადასვა დარგიდან.
Free Art Space Gallery-ის დამფუძნებლები არიან:დიანა რევაზიშვილი, ნინო რევაზიშვილი, რომლებიც წლებია აქტიურად მოღვაწეობენ საქართველოსა და იტალიაში, ქმნიან ხელოვნებისთვის ღია სივრცეებს, სადაც დიალოგი, მრავალფეროვნება და ინოვაცია მთავარ როლს თამაშობს.
ამ საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად ვარ წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრით, სერიიდან „მოსაუბრე სახლები“. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები რა შთაბეჭდილებას მოახდენს ჩემი მოსაუბრე სახლები საერთაშორეისო ასპარეზზე.