WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 21

რუსუდან შარაძე ეხმიანება მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა.

“იქნებოდა ალბათ 2013 წელი. პატარა პერიოდში, ორჯერ ვუყურე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძისა და პალ(იკ)ო კუბლაშვილის დებატებს. ორივეჯერ, ქალბატონმა მანანამ წამოაძახა – გურამ შარაძე თქვენ არ მოკალითო?! პირველად – გამიხარდა, მეორედ – გავბრაზდი და საჯაროდ მივმართე ქალბატონს: ან სიტყვას საქმე მოაყოლეთ ან აღარ გაბედოთ მამაჩემის სახელის ხსენება დებატებში მოსაგებად-მეთქი. ის იყო და ის. ხმა ხომ აღარ ამოუღია და არათუ საქმეს წაკრა ხელი, ახლა, როცა საკოსტიტუციო სასამართლოში, გადამწყვეტ ბრძოლაში შეეძლო აგურის დადება, გაიქცა და მახვილი ჩასცა საქართველოს! მახვილი ჩასცა მას, ვინც ყველა გაგებით ქალად აქცია და ალბათ, ბოდიშსაც არ მოიხდის.

ადრე პატივს ვცემდი ქალბატონ მანანას, რადგან მახსოვდა სააკაშვილის ბანდის ზეობისას მისი ციხე-ციხე სიარული პატიმრების დასახმარებლად. ახლა უკვე აღარ ვიცი, იქნებ თავიდანვე „გადაცმული“ იყო.

ვის უნდა ვენდოთ, ვინ შვა და საიდან მოვიდა ამდენი მოღალატე ერთ მუჭა ხალხში, ესაა ჩემი სადარდებელი, თორემ ამ გააზნაურებულმა კაცუნებმა და „ქალბატონებმა“ რა უნდა დააკლონ, თუნდაც, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს. ვინც ოდნავ მაინც ეცადა, შეხედეთ, რას ჰგვანან და სად არიან!
დედას გეფიცებით, მე მეშინია ხოლმე სხვების მაგივრად. საქართველოს ვერცერთი მოღალატე ვერ გაექცევა ვერც ერის, ვერც ბერის და რაც მთავარია, ღმერთის რისხვას”– წერს რუსუდან შარაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, მანანა კობახიძეს არ სურდა იმ საქმის განხილვა, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ეხებოდა და მან თვიგანრიდება მოითხოვა ამ საქმეზე, რაც არ დაკმაყოფილდა, სწორედ ამის შემდეგ მან დატოვა მოსამართლის თანამდებობა.

პოსტის ნავიგაცია