WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მანანა კობახიძეს 13 ოქტომბრიდან, ანუ დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლო ამბობს, რომ ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – წერია სასამართლოს განცხადებაში.

გუშინ, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე კობახიძემ „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან“ თვითგანრიდებას ითხოვდა, თუმცა მას უარი უთხრეს.

მანანა კობახიძე აცხადებდა, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი იყო; გარდა ამისა,  სხვადასხვა ტრიბუნიდან, საჯაროდ, აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს).

იხილეთ: