მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

2 hours ago 2

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა და მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ისტორიული ნიშნული დაამყარა. 39 წლის გერმანელმა კარის დარაჯმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში „ჩელსისთან“ (3:1) გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და ტურნირზე მე-100 გამარჯვებას მიაღწია.

როგორც Sky Sports იუწყება, ნოიერი მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია, რომელსაც მსგავსი შედეგი დაუფიქსირდა. ამ მაჩვენებლით მას წინ სამი ლეგენდა უსწრებს: კრიშტიანუ რონალდუ 115 მოგებით, თომას მიულერი 110 გამარჯვებით და იკერ კასილასი 101 მოგებით.

გერმანელი კიპერი ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში უკვე 151-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, ამ დროის განმავლობაში 139 გოლი გაუშვა და 62 შემთხვევაში კარი „მშრალად“ შეინახა.

ნოიერის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს შანსი კიდევ უფრო გაზარდოს ისტორიული სტატისტიკა და ტოპ-ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენთა სიაში წინ წაიწიოს.

სრულად წაკითხვა