მანჩესტერ იუნაიტედი ბელგიელ მეკარესთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზეა

1 week ago 5

„როიალ ანტვერპის“ მეკარე სენე ლამენსი დღევანდელ შეხვედრაში განაცხადშიც კი არ მოხვდა, რადგან მისი ტრანსფერის საკითხი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აქტიურ ფაზაშია - ინფორმაციას ამის თაობაზე ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ბელგიელმა კიპერმა უკვე მიაღწია პირად შეთანხმებას ინგლისურ კლუბთან - ახლა კი გუნდებს შორის ტრანსფერის თანხაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც მალე საბოლოოდ უნდა დაზუსტდეს.

გარიგება მნიშვნელოვნად წინ არის წასული და როგორც ცნობილი გახდა, მის ოფიციალურ გაფორმებას უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ.

სრულად წაკითხვა