"მანჩესტერ იუნაიტედი" რაშფორდის გაყიდვას განიხილავს

1 week ago 4

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ზაფხულში მარკუს რაშფორდი გაყიდოს. მეტიც, შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბმა მის შესახებ შეთავაზებები იანვარშიც განიხილოს. 

ეს გადაწყვეტილება დიდწილად გამოწვეულია რაშფორდის მაღალი ხელფასით, რაც განიხილება, როგორც მთავარი ფაქტორი კლუბის ძალისხმევაში, დაიცვას ფინანსური სამართლიანი თამაშის (FFP) მოთხოვნები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისელი შემტევის წასვლის შემდეგ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით მეტი თავისუფლება მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მარკუსის ანგარიშზე "წითელი ეშმაკების" მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი და 3 ასისტია.

სრულად წაკითხვა