მანჩესტერ იუნაიტედი იტალიურ კლუბ ლეჩეს დანიელი უკანახაზელის, პატრიკ დორგუს თაობაზე დაუკავშირდა, რომელსაც ახლავე სურს, რომ იუნაიტედს შეუერთდეს.
როგორც ირკვევა, ინგლისური კლუბი ლეჩეს უკვე დაუკავშირდა, რათა ფასის შესახებ ინფორმაცია მიეღო, - დორგუ 40 მილიონ ევრომდე ფასობს.
ასევე, დაიწერა ისიც, რომ მანჩესტერის სიაში ნუნო მენდეში და მილოშ კერკეზიც იყვნენ, თუმცა მათმა სიძვირემ ტრანსფერები გამორიცხა.
პატრიკ დორგუს მიმდინარე სერია A-ს სეზონში 20 თამაში აქვს ჩატარებული, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.