WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ ქვრივიშვილს რამდენიმე მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2025 წლის 24 ივნისს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი შეცვალა.

მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობები ასევე უკავიათ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.

მასალა განახლდება