მომღერალმა მარიამ ქირიამ არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო – გერმანიაში მცხოვრები ხელოვანი 30 დეკემბერს მანჰაიმში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და უკანონოდ დაკავებულ აქციის მონაწილეებს.
მარიამ ქირიასთან ერთად საქველმოქმედო კონცერტში ბექა ბუჩუკური და ზურაბ ზურაბიშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.