მარიამ ხაჭვანის „კაცების მიწა“ ოსკარზეა წარდგენილი ქართველი რეჟისორი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია!

8 hours ago 2

მარიამ ხაჭვანის „კაცების მიწა“ ოსკარზეა წარდგენილირეჟისორი მარიამ ხაჭვანი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია! მისმა დოკუმენტურმა ფილმმა „კაცების მიწა“ მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო – „სარაევოს გული“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.
ფილმი სვანეთში, სოფელ უშგულში არსებულ ტრადიციებს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი მემკვიდრეობის საკითხში უთანასწორო დამოკიდებულებას აპროტესტებს.
ფესტივალის გამარჯვებული ავტომატურად წარდგება ოსკარის და ევროპული კინოაკადემიის ნომინაციებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ „კაცების მიწა“ ოფიციალურად წარდგენილია ოსკარზე!
ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა შვეიცარიაში, ფესტივალზე Visions du Réel და ფილმით უკვე 50-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალია დაინტერესებული.
ფილმის პროდიუსერები არიან: თეიმურაზ ჩხვიმიანი, ვლადიმერ კაჭარავა, არჩილ გელოვანი და ლადო მარღანია.

სრულად წაკითხვა