„სარკე“
„მეზობლები რომ დამინახავენ, ასე ამბობენ, მოვიდა ჩვენი ჭრიჭინა, ჩვენი მუხტიო“, _ აღნიშნა „სარკესთან“ ზუგდიდის თეატრის მსახიობმა მარინა დარასელიამ, თუმცა ამ მხიარულების მიღმა არცთუ უდარდელი გზაა გამოვლილი. თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ის „სარკის“ ახალ ნომერში ყვება:
_მსახიობი თეატრში რომ შედის, თავისი პირადი გარეთ უნდა დატოვოს _ ტკივილი, დარდი, განცდა… და ისე უნდა გავიდეს სცენაზე. იქ კი სულ სხვა სამყაროა. ბედნიერი ვარ იმით, რომ „ეს სხვა სამყარო“ ცხოვრებისეულ პრობლემებს მავიწყებს…
პროფესიას არ შევიცვლიდი, ისევ მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ სიყვარულს არ გავუშვებდი ხელიდან, მაშინ კი გავუშვი… სიამაყემ მძლია. სწორედ ეს არის უბედურება. ექიმი იყო და მშობლებიც ექიმები ჰყავდა. რამდენჯერმე ჩემს სპექტაკლებს დაესწრო… თეატრალურში ანრი ბასილაია მიყვარდა, მაგრამ ის არიადნა შენგელაიას გოგონაზე იყო შეყვარებული…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·