მარკამ მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - რომელ ადგილზე გავიდა გიორგი მამარდაშვილი

1 week ago 8

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელები ბოლო პერიოდში დიდ პროგრესს განიცდიან.

“ჯვაროსნების” ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა ამ ფაქტს ცხადყოფს.

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მა 2024 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” კარსი დარაჯი გიორგი მამარდაშვილი 48-ე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირს გიორგი მიქაუტაძეს კი 79-ე ადგილი ერგო.

ცნობისთვის, პირველი ადგილი მადრიდის “რეალის” შემტევმა ვინისიუს ჯუნიორმა მოიპობა.

სრულად წაკითხვა