მარნეულში 4 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებმაც ჩარიცხვის აპარატებიდან ფული მოიპარეს და სუპერმარკეტი გატეხეს

1 week ago 5

წაკითხვა: 195

მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას
დაეუფლნენ.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე
ტერიტორიაზე მიაგნო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში სამედ ვურღუნის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „მაგნიტიც“ გაქურდეს,
საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა