მარნეულში დააკავეს ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა

6 days ago 3

შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციამ მარნეულში დააკავა სამი ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელმაც, ჩვენი ინფორმაციით, საქმრო დაჭრა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ქალი. პოლიციის ცნობით, ბრალდებულებმა, ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს და ის ცივი იარაღით დაჭრეს.

შსს-ც ცნობით, დაკავებულები არიან 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. ხოლო დანაშაული, რომელსაც მათ ედავებიან, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგზარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში”, - წერს შსს.

სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც - დანა, როგორც ნივთმტკიცება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა