მაროკოს სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 69 მიგრანტი დაიღუპა

1 month ago 9

მალის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ ქვეყნის 25 მოქალაქე იყო 69 ემიგრანტს შორის, რომლებიც მაროკოს სანაპიროსთან დაიღუპნენ მათი ნავის ჩაძირვის შედეგად.

19 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს, რომლის შესახებ ცნობა 26 დეკემბერს გავრცელდა,11 ადამიანი გადაარჩინეს.

ნავი დასავლეთი აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ატლანტის ოკეანეზე ეს მარშრუტი განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლება.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, “მოძრავი საზღვრების” თანახმად, 2024 წელს თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა მცდელობისას, მიეღწია კანარის კუნძულებსა და შემდეგ ესპანეთისთვის. 2023 წელს გაეროს ლტოლვილთა უწყების მონაცემებით, კანარის კუნძულებს ნავით მიაღწია 40 ათასმა ლტოლვილმა.

სრულად წაკითხვა