მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დაწყებამდე სტუმართა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, კოულ პალმერი, ტრავმის გამო გამოცდა, "ჩელსიმ" წარმოუდგენელი თამაში აჩვენა და მეტოქეს საკუთარ მოედანზე 5 გოლი გაუტანა.
მატჩი სიურპრიზით დაიწყო – მე-6 წუთზე "ვესტ ჰემი“ წინ გავიდა, როცა ლუკას პაკეტამ შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა. თუმცა, მასპინძლების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: 15-ე წუთზე ჟოაო პედრომ სწრაფად გაათანაბრა. ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად "ჩელსის“ მხარეს გადავიდა და ლონდონურმა დერბიმ ერთპიროვნული სცენარი მიიღო.
სტუმრებმა თამაშის ყველა კომპონენტში აჯობეს ოპონენტს – ნეტუმ (23’), ფერნანდესმა (34’), კაისედომ (54’) და ჩალობამ (58’) „ვესტ ჰემის“ კარში კიდევ ოთხჯერ შეაგდეს ბურთი და გამარჯვება უფრო დამაჯერებელი გახადეს.
"ჩელსიმ“ სეზონში პირველი სამი ქულა სტილისა და ძალის დემონსტრირებით მოიპოვა, მაშინ როცა "ჩაქუჩები“ საკუთარ გულშემატკივართან მძიმე მარცხს შეეგუენ.
ვესტ ჰემი 1–5 ჩელსი
გოლები: პაკეტა (6’) – პედრო (15’), ნეტუ (23’), ფერნანდესი (34’), კაისედო (54’), ჩალობა (58’).