საპროტესტო მოძრაობა "300 ქალმა" 28 ივნისს, რუსთავის #5 ქალთა ციხესთან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქცია გამართა.
ნანა სანდერის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად ქალები ციხესთან შეკრიბნენ და შეძახილებით გამოხატეს პროტესტი როგორც ნანა სანდერის პატიმრობაში გაშვების, ისე სოლიდარობა ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, ანასტასია ზონოვკინას მიმართ.
„თავისუფლება ნანას. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ელენეს, თავისუფლება ანასტასიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, - ისმოდა შეძახილები ქალთა მეხუთე საპყრობილესთან.
„დღეს ქალთა ციხესთან ნანა სანდერის გასამხნევებლად შევიკრიბეთ. ნანა არის პირველი ემიგრანტი რომელიც 16 წელი ემიგრაციაში ცხოვრობდა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო 7 წელი ტყვეობა მიუსაჯეს. გვინდა იცოდეს რომ მარტო არაა, რომ მასზე ვფიქრობთ საქართველოშიც და ემიგრაციაშიც“ - ნათქვამია საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ განცხადებაში, - მივაწვდინოთ მას ხმა, რომ მისი უფლებებისთვის და უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ბრძოლა არ შეწყდება. მას ახლა ვჭირდებით“.
24 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოში „4 ოქტომბრის“ - ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ბრალდებულ ნანა სანდერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნანა სანდერსი სასამართლო პროცესების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·