დღეს, 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან რუსთავში მარტოხელა დედის, ეკატერინე მაღალაშვილის, გამოსახლება იყო დაგეგმილი.
როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, კახა კუკავამ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, 2018-19 წლებში კერძო პირმა აღნიშნული ბინა 24 000 ლარად აუქციონზე იყიდა, ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ კი 45 000 $ ითხოვს.
ეკატერინე მაღალაშვილის თქმით, 2015 წელს მისმა ოჯახის წევრებმა იპოთეკური სესხი აიღეს, ვალის გადაუხდელობის გამო კი 2018-19 წლებში ბინა აუქციონზე გაიყიდა.
კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედამ ახალ მესაკუთრეს სამი თვის ვადაში 45 000$ უნდა გადაუხადოს.
ეკატერინე მაღალაშვილმა რუსთავის ბინა უკვე დატოვა და შვილებთან ერთად დროებითი საცხოვრებლის ძიებაშია.
netgazeti