სააგენტო "პარალელი"
“მარცხდება ეს “დედააფეთქებული”!!! ეს ამბიციური ვირთაგვა…” – თაკო ჩარკვიანი
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რატკლიფის ვიზიტს და კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით:
“თითქოს ახალს არ ვიტყვი, სულ ვამბობდი და ვამბობ, მაგრამ კვლავ გავიმეორებ დარწმუნებით:
რუსეთი მარცხდება, პრინციპში (სრულიად) პუტინის გარემოცვამ იცის, რომ მარცხი გარდაუვალია და არის ერთი ამბავი ატეხილი – გასაიდუმლოებული შეხვედრები კლანებისა, საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვა და ფიქრი, მის მიმართ ანუ პუტინის მიმართ შიშიც ქრება, არ სურთ, რომ ჩაჰყვნენ ტრიბუნალამდე, ამის შიში უფრო დიდია და მისი წრე სულ უფრო მცირდება, ახლო გარემოცვას კი უბრალოდ კატასტროფულად ეშინია…
სულ უფრო ხშირად ჟღერს ფრაზები “რუსეთს რა უქნა და დედა უტირა”, “მან რუსეთი გაანადგურა” და ეს ფრაზები ჟღერს “კლანურ” შეხვედრებზე…
მოკლედ: მარცხდება ეს “დედააფეთქებული”!!!
ეს ამბიციური ვირთაგვა…
ასეა, პატარა და ლამაზი საქართველოს (და არა მხოლოდ) სისხლი არავის შერჩენია…
მე, კი იცით, რომ ღიად არასდროს ვამბობ და ვწერ თუ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.
ოკუპანტის მარცხს და განადგურებას გაუმარჯოს ღმერთო!
” – წერს თაკო ჩარკვიანი.
“მარცხდება ეს “დედააფეთქებული”!!! ეს ამბიციური ვირთაგვა…” – თაკო ჩარკვიანი
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები