„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სატელევიზიო შოუში De Oranjezomer-ში დაასახელა "ოქროს ბურთის“ ფავორიტები. ნიდერლანდების ნაკრების დამრიგებელმა ახსენა უსმან დემბელე, ვირჯილ ვან დეიკი, დენზელ დუმფრიზი და "პარი სენ-ჟერმენიდან“ ვიტინია.
მან ასევე აღნიშნა პედრი და რაფინია, თუმცა ასევე დაამატა ისიც, რომ პრეტენდენტთა სია საკმაოდ დიდია.
ლამინ იამალს კი კუმანი ფავორიტებს შორის ვერ ხედავს: "მას არაფერი მოუგია" - ამბობს იგი.