UFC 317-ზე ილია თოფურიამ ნამდვილი შოუ დადგა და ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში მშვენიერი დარტყმით დაანოკაუტა, რამაც ქართველ მებრძოლს რიგით მეორე დივიზიონის ქამარი მოუტანა.
როგორც იცით, თოფურიას ბოლო შეხვედრებში საკმაოდ აქტიურად ამხნევებდა ლეგენდარული სერხიო რამოსი, რომელიც ოლივეირასთან ბრძოლას არ დასწრებია.
ცხადია, ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა, რასაც პასუხი თავად ილია თოფურიამ გასცა:
რატომ არ იყო რამოსი? არ ვიცი, მასთან უკვე დიდი ხანია არ მისაუბრია. სიმართლე გითხრათ, ბრძოლამდე მივწერე, თუმცა არც კი უპასუხია. ის ჩემი ბიჭია, თუმცა არ მიპასუხა.
- უთხრა თოფურიამ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, რამოსი ახლა მექსიკურ მონტერეიში თამაშობს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეიოფშია გასული. ფაქტი, რომ სერხიო თოფურიას გვერდით არ იყო სწორედ ამით აიხსნება, თუმცა მისი უკონტაქტობა მართლაც უცნაურია.