"მას უბრალოდ ერთი გოლი სჭირდება" - ამორიმი ჰოილუნდის ცუდ სერიაზე

3 hours ago 1

დანიელ სტრაიკერ რასმუს ჰოილუნდს პრემიერ ლიგის მეორე სეზონი კატასტროფული გამოდის. სკანდინავიელს 28 თამაშში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.

აღნიშნულის შესახებ მედიასთან კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა გააკეთა:

მას უბრალოდ ერთი გოლის გატანა სჭირდება. ის ვერ გაიტანს, თუ არ ითამაშებს. ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი სწორად გადავანაწილო. ერთი გოლი, სწორედ ესაა ის, რაც ყველა ფორვარდს სჭირდება.

- თქვა ამორიმმა.

ცნობისთვის, შარშანდელ პრემიერ ლიგაში ჰოილუნდმა 10 გოლის გატანა შეძლო, ამ სეზონში კი დანიელი აღნიშნულის განმეორებას, სავარაუდოდ ვერ შეძლებს.

სრულად წაკითხვა