7
ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე:
მაქვს უტყუარი ინფორმაცია (ბუნებრივია, წყაროს არ დავასახელებ, შიგნიდანაა), აი გუშინ რომ ღირსების ორდენი აირტყა იმ თემურ კუპატაძემ გასცა დავალება კონკრეტული სამსახურების უფროსებზე, რომ მასიურად დააკავონ პროტესტის აქტივისტები ნარკოტიკის ჩადებით. თითოეული პირის ამ მეთოდით დაკავებისთვის როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე უშუალო შემსრულებლები მიიღებენ ცალცალკე პრემიას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს ხვალიდან.
შეგნებულად არ ვწერ დავალების მიმღებთა მონაცემებს, ვაძლევ რა შანსს, ეს დავალება არ შეასრულონ და ამ საძაგლობაში მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც კი ასეთ თუნდაც ერთ ფაქტს ექნება ადგილი, არა მხოლოდ ყველას დავასახელებ, პირადად ვიზრუნებ, სანქციებში მაგნიცკის სიით მოხვდნენ ყველანი. გახსოვდეთ, მაგ მიტინგებზე თქვენი შვილებიც დგანან და მათი მეგობრებიც.