WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კომპანია SpaceX-მა უკრაინას აღუდგინა სრულფასოვანი წვდომა თანამგაზვრული კავშირის სისტემა Starlink-ზე. ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 22 ოქტომბერს უთხრა.

ტრამპის ამ განცხადებამდე გამოცემა Wall Street Journal-მა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპმა მასკს დაურეკა და უკრაინისთვის შეზღუდვის მოხსნა სთხოვა.

ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილა თუ არა ეს საკითხი მასკთან, ტრამპმა არ უპასუხა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს მასკს მან დაურეკა, თუ სხვამ და მთავარია, რომ ყველაფერი აღადგინა.

  • უკრაინას ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეექმნა ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემა. უკრაინის თავდაცვის ძალებს Starshield-ი სჭირდებათ ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების სამართავად.
  • კიევმა არ გაიზიარა ვერსია, რომ პრობლემა ტექნიკური ხასიათის იყო და ვაშინგტონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
  • პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეზღუდვასთან კავშირი უარყვეს.
  • SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი აცხადებდა, რომ Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.

ილონ მასკის ბრძანება?

ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 20 ოქტომბერს დაწერა, რომ უკრაინაში Starshield-ის სიჩქარე ილონ მასკის ბრძანებით შეზღუდეს.

გამოცემის თანახმად, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებდა, რომ მასკი ცალმხრივად მოქმედებდა და მისთვის პრეზიდენტ ტრამპს არანაირი მითითება არ მიუცია, თუმცა სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღებამდე მასკს კონსულტაციები ჰქონდა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ტრამპთან.

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს წერდა, რომ უკრაინაში Starshield-ის შენელება ტრამპს მასკმა შესთავაზა, აშშ-ის პრეზიდენტმა კი იდეას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც პენტაგონმა ლიმიტი შემოიღო.

უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვას წინ უძღოდა ურთიერთობის გამწვავება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე ვაშინგტონმა კიევს არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა.

ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება. ტრამპის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა.

პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის მზად არის, მაგრამ არა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.