მასწავლებელ ავალიანის საქმეზე დაკავებული შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილია

1 hour ago 4

ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი არასრუწლოვანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟია.

დაკავებულის ბიძამ, კოტე ალანიამ „TV პირველს“ უთხრა, რომ ბიჭი ლანჩხუთის რაიონში დააკავეს.

„იქ დაადგნენ ბავშვს თავზე და დაიჭირესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო მის წინააღმდეგ და არ ვიცი, რომ ასე შეტრიალდა საქმე", - ამბობს ბიძა კოტე მალანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მასწავლებელ ავალიანის საქმეზე დაკავებულს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ამ მუხლით, პირი, რომელმაც იცის, რომ ნამდვილად მზადდება ან ჩადენილია დანაშაული და პოლიციას არ შეატყობინებს, ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა