მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუზე გამოვა

1 week ago 7

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუსთვის შეარჩიეს. ინფორმაციას სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-ის დამფუძნებელი და მატილდა გვარლიანის სამოდელო აგენტი ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ადასტურებს.

მა­ტილ­და გვარ­ლი­ანს თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გა­რე­შე, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ჩა­უვ­ლია მთა­ვარ მო­დის კვი­რე­უ­ლებს. მან უკვე დაიმკვიდრა თავი TOP 50 მოდელს შორის!

მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.

24 წლის მოდელს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა. ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა.

მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა. ბებიას უნდოდა, რომ გოგონასთვის მარიამი დაერქმიათ, დედამ კი სახელი მატილდა შეურჩია. საბოლოოდ ორივე დაარქვეს – მატილდა-მარიამ გვარლიანი მოდელის სრული სახელია.

მატილდა 14 წლის იყო, როცა პოდიუმზე გამოჩნდა და მას მერე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია. ხშირად ამბობს, რომ ოჯახი ყოველთვის გვერდში უდგას და მათ მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს.

მატილდას ჰყავს და-ძმა – დავითი და სესილი, რომელთაც ასევე გამორჩეული გარეგნობა აქვთ.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, Victoria’s Secret-ის შოუ ბრუნდება და 15 ოქტომბერს გამართება ნიუ-იორკში გაიმართება. შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოს დროით 16 ოქტომბრის, 02:30 საათზე.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: VOGUE-ის გარეკანზე ქართველი მოდელი პირველად მოხვდა

ქართველი მოდელი „ლუი ვიტონის” ჩვენებაზე გამოვიდა

ქართველი მოდელი „ლუი ვიტონის” ჩვენებაზე გამოვიდა

სრულად წაკითხვა