გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში მოედანზე სულ 13 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ "ლიონი" – "ლე ავრის" მატჩში საუკეთესო მოთამაშის წოდება მოეპოვებინა.
"ლიონი" საკუთარ მოედანზე 1:2-ით ჩამორჩებოდა მეტოქეს, როდესაც 77-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშში ჩაერთო და მატჩის მსვლელობა რადიკალურად შეცვალა.
მიქაუტაძემ ორი შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა – ჯერ მალიკ ფოფანას (79-ე წუთი), შემდეგ კი ტიაგო ალმადას (90+7-ე წუთი) გაატანინა, ხოლო 82-ე წუთზე თავადაც გამოიჩინა თავი მშვენიერი გოლით. შედეგად, სამმა ანალიტიკურმა საიტმა იგი შეხვედრის საუკეთესოდ აღიარა.