"მაქვს მოტივაცია, რომ კიდევ ერთ მუნდიალზე ვითამაშო" - ლიონელ მესი

5 days ago 2

გუშინ ღამით არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენესუელა მიიღო და საშინაო კედლებში 3:0 დაამარცხა.

ლიონელ მესიმ ვენესუელელთა კარში ორი გოლის გატანის შემდეგ მედიასთან კომენტარი 2026 წლის მუნდიალის შესახებ გააკეთა:

მოტივაცია ნამდვილად მაქვს, კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო, მაგრამ წინ დიდი დროა და საბოლოო პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ფორმაში ვიქნები.

როცა კარგად ვგრძნობ თავს, თამაში სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ თუ რამე მაწუხებს, ეს ყველაფერი სასიამოვნო არ არის. ვეცდები, საუკეთესო ფორმაში ვიყო. სეზონს დავასრულებ, შემდეგ იქნება პრესეზონი და მერე ვნახავთ, როგორ ვიქნები, ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.

- თქვა მესიმ.

სრულად წაკითხვა