მაშველებმა მტკვარში ავტომობილი და 2 პირის ცხედარი იპოვეს

13 hours ago 2

30 საათიანი ძებნა-შველის ოპერაციის შემდეგ, მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს.

მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად აღმოაჩინეს

ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

პოლიციამ, მომხდარზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა.

სრულად წაკითხვა