საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერისა და „პსჟ“-ის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედამ, მაკა ლუკავამ, The New York Times-თან ინტერვიუში შვილთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა.
მისი თქმით, სწორედ მაშინ მიხვდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ხვიჩას ფეხბურთის მიმართ.
„პსჟ-ს ფეხბურთელები ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უკვე ზეიმობდნენ, ხვიჩა კი სრულიად მშვიდად იდგა. ვკითხე, რატომ არ იყო ისიც სხვებთან ერთად ასეთ ემოციებში. მან მიპასუხა: დედა, ჯერ არაფერი დასრულებულა, მთავარი ფინალი წინ არის“, – აღნიშნა ლუკავამ.
ფეხბურთელის დედამ დაამატა, რომ ეს იყო მომენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა, რამდენად კონცენტრირებული და მიზანმიმართულია მისი შვილი.
მოგვიანებით კი როგორც ყველას მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ არა მხოლოდ ფინალში მიიღო მონაწილეობა, არამედ გუნდთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულიც მოიგო – ჩემპიონთა ლიგის თასი.